პოლიცია

საჩხერეში პოლიციის შენობა, სავარაუდოდ, პოლიციის უფროსმა დაცხრილა

metro.us

გუშინ, გვიან ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საჩხერის პოლიციის უფროსმა ზეზვა კობახიძემ პოლიციის შენობა ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ქუთაისი თუდეი" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ პოლიციის უფროსის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის და მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.

კომენტარები