1989 წლის 9 აპრილი

9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტისას, ერთი პირი დააკავეს

Tabula

პარლამენტის შენობასთან მდებარე 9 აპრილის მემორიალთან ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ერთი პირი დააკავეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დააკავეს მოქალაქე მალხაზ ჩემია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს კობა ხაბაზს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩემია აცხადებდა, რომ ენმ-ის წევრებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ.

აღნიშნულის გამო ხაბაზსა და ჩემიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი სამართალდამცველებმა დააკავეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 26 წელი გავიდა.

კომენტარები