აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

სენატორი მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

0 კომენტარი
მარკო რუბიო ფოტო: The New York Times

სენატორი მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. დღევანდელი კონფერენციისას მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის "ცალსახად კვალიფიციურია." 

რუბიომ ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა და "გუშინდელი დღის ლიდერი" უწოდა. როგორც ცნობილია, კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

რუბიო მესამე რესპუბლიკელი სენატორია, რომელსაც პრეზიდენტობა სურს. მანამდე თავიანთი კანდიდატურები დაასახელეს ტედ კრუზმა და რენდ პოლმა.

სენატორი მარკო რუბიო პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები