საგარეო საქმეთა სამინისტრო

თბილისს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ

kvira.ge

თბილისს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. ოფიციალური შეხვედრები ხვალ დილიდან იწყება.

ევროპელი მინისტრები ქართველ კოლეგას შეხვდებიან, რის შემდეგაც ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია გაიმართება.

მოგვიანებით დაგეგმილია საქართველო-პოლონეთს შორის მომორანდუმის გაფორმება, თანამშრომლობის ახალი ფორმატის - თბილისის კონფერენციის დაფუძნების შესახებ. საუბარია, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსადმი პოლონეთის მხარდაჭერაზე.

დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრებიან.

კომენტარები