გოგა ონიანის საქმე

ადვოკატი გოგა ონიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

epn.ge

ყოფილ პოლიციელსა და ადვოკატ გოგა ონიანს 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში სამ საათზე მეტია, მოწმის სტატუსით კითხავენ.

პროკურატურასთან პარალელურად აქცია გამართეს ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურ შეკვეთას უწოდებენ.

"ქართული ოცნების აქტივისტმა დამასახელა, რომ თურმე 1200 კაცში ვიყავი, მეც ვადასტურებ, რომ, სადაც იყო ქალაქის მთელი გარნიზონი მეც იქ ვიყავი. თუკი ვინმემ გადაცდომა ჩაიდინა ყველაფრია ასახული იმ ფოტოებზე და თუ ვინმე ერთ რამეს მაინც მანახებს, სადაც ერთ გადაცდომას მაინც ჩავდივარ არა თუ ადვოკატს ავიყვან, მეც არ დავიცავ საკუთარ თავს,“ - თქვა ონიანმა.

კომენტარები