ტერორიზმი

რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად სათამაშოები მიჰქონდათ, რომლებსაც შემდგომში ორგანიზატორები ბავშვთა სახლს გადასცემენ. მათი თქმით, ასირიელი ბავშვების ხოცვა მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის.

აქციაზე საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა მოძღვარი, მამა სერაფიმეც იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აქციაზე როგორც საქართველოს მოქალაქე მივიდა. მისივე განცხადებით, გენოციდის შემთხვევაში ადამიანების მრწამსს მნიშვნელობა არ აქვს.

კომენტარები