ე.წ. ჭუბურხინჯის ფორმატი

თარგამაძე: ჭუბურხინჯის ფორმატის აღდგენა იქნება ნაბიჯი უკან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის მოსაზრებით, ე.წ. ჭუბურხინჯის ფორმატის აღდგენა უკან გადადგმული ნაბიჯია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაერო-ს წარმომადგენლობა სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, სადაც 2012 წელს შეწყვეტილი ე.წ. ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმატი აუცილებელია.

"ზაქარეიშვილს რომ ჰქონდეს საშუალება, ალბათ გაიხსენებდა ელცინის დროინდელ რაიმე ფორმატს. ჩვენ უფრო წინ ვიყავით - არსებობდა გალის ფორმატი, რომელშიც ევროკავშირი იყო ჩართული. თუ მაინც და მაინც რაღაც ფორმატის აღდგენაზეა საუბარი, შეიძლება, ამაზე გვქონდეს აპელირება ან კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატი მოვითხოვოთ. ჭუბურხინჯის ფორმატის აღდგენა იქნება ნაბიჯი უკან და გაუგებარია, რატომ უნდა მოვითხოვოთ. ეს ადამიანი [პაატა ზაქარეიშვილი] არის ალბათ წინა ხაზზე საკუთარ სამშობლოსთან ბრძოლის მუდმივად", - თქვა გივი თარგამაძემ.

კომენტარები