უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

გვარდიოლა: რთულია ბარსელონას სისუსტე უპოვო, მაგრამ შევეცდებით ეს შევძლოთ

0 კომენტარი

6 მაისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალური წყვილის ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართება. ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. მედიის განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი გერმანული კლუბის კატალონიელ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას. სპეციალისტი, რომელმაც ბარსელონასთან ერთად არაერთი წარმატებული სეზონი გაატარა, მოახლოებულ დაპირისპირებას განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება.

"ბარსელონას ბევრი მოგონება მაკავშირებს, ამ კლუბში ბევრი წელი გავატარე , ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. ახლა ბაიერნთან ერთად ვარ, ეს ჩემი საქმეა და ვეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. დღევანდელ მატჩში, ერთმანეთს ევროპის ორი, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება. ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპამდე მოსვლაც არ იყო მარტივი. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ბერლინში მოსახვედრად კარგი შანსი გვაქვს," - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდს, სადაც მისთვის კარგად ნაცნობი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს, სპეციალისტმა მისი მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

"რთულია ბარსელონას სუსტი წერტილი უპოვო. ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ და მოწინააღმდეგის სისუსტე ვიპოვოთ. მათი ფეხბურთელები ერთად დიდი ხნის განმავლობაში თამაშობენ და ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ," - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მათცი ბარსელონასა და ბაიერნს შორის 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები