ტერორიზმი

საჰაერო შეტაკებებს ალ კაიდას ლიდერი ემსხვერპლა

presstv.ir

არაბეთის ნახევარკუნძულზე აშშ-ს საჰაერო ძალებთან შეტაკებებს ალ კაიდას ლიდერი, ნასრ იბნ ალი ალ-ანსი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ალ-კაიდას წარმომადგენელი ავრცელებს.

ცნობისთვის, შარლი ებდოს ტერაქტის შემდეგ ალი ალ-ანსიმ ვრცელი განცხადება გააკეთა. მან თავის განცხადებაში ბრალდებები საფრანგეთისა და აშშ-ს მიმართ გააკეთა. ტერაქტზე პაუხისმგებლობა სწორედ ალ კაიდამ აიღო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ფრანგული სატირული ჟურნალის შარლი ებდოს რედაქციას ორი შეიარაღებული ტერორისტი დაესხა თავს. თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტები შარლი ებდოს თანამშრომლებს მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნებაში სდებდნენ ბრალს.

 

კომენტარები