კერის ვიზიტი რუსეთში

ჯონ კერი უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ რუსეთს პირველად ეწვევა

ვლადიმირ პუტინი; ჯონ კერი
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს რუსეთს ეწვევა. იგი სოჭში რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები უკრაინაში შექმნილ სიტუაციას, ასევე ირანის ატომურ პროგრამას და იემენსა და სირიაში არსებულ ვითარებას განხილავენ.

ეს კერის პირველი ვიზიტია რუსეთში უკრაინის წინააღდეგ რუსულ აგრესიის დაწყების შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრაზე საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს არ შეეხება.

კომენტარები