17 მაისი

"ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით რუსთაველზე მსვლელობა მიმდინარეობს

ნეტგაზეთი

რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავს. ისინი კინოს სახლთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ. მსვლელობა სამებაში დასრულდება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქართული დასის ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, "17 მაისი არის ქართული, ტრადიციული ოჯახის დღე და ამიტომ, ყველა ქართული, ტრადიციული ოჯახი ერთად უნდა გამოვიდეს გარეთ, რუსთაველზე და ერთად უნდა აღვნიშნოთ ეს დღე". მისივე განცხადებით, აქციაზე იმყოფება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი. ბაღათურია აღნიშნავს, რომ მსვლელობის დასრულების შემდეგ, მრევლი სამებაში ილოცებს.
 
პატრიარქი ილია მეორე კი, დღეს სამებაში ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის და ოჯახების კურთხევის ლოცვას წაიკითხავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ. ამის შემდეგ, ტაძარში მყოფებს დღესასწაულთან დაკავშირებით ბროშურებს დაურიგებენ.

კომენტარები