მიხეილ სააკაშვილის საქმე

თემურ ჯანაშია: ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე

0 კომენტარი
ფოტო: news.accept.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება ბრალდებული თემურ ჯანაშიაც. დღეს მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. მე ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს. პროკურატურას რა მტკიცებულებებიც აქვს წარმოდგენილი, ვთვლი, რომ აქ არაფერი სადავო არ არის. ეს იყო ჩვეულებრივი ხარჯები, რომელსაც ეწეოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რისი უფლებაც ჰქონდა მას, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ასრულებდა პრეზიდენტის განკარგულებებს", - განაცხადა ჯანაშიამ. 

მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ის ყოფილ უფროსს 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალი გასული წლის აგვისტოში წარუდგინა. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები