რეკლამა

გალტ & თაგარტმა Global Banking and Finance Review-ს ჯილდოები მიიღო

გალტ & თაგარტმა Global Banking and Finance Review-ს ჯილდოები - 2015 წლის საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია და საუკეთესო კორპორატიული მრჩეველი ფინანსებში მიიღო. Global Banking and Finance Review-ს ჯილდოები გადაეცემა საბანკო და ფინანსური სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით და ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა კომპანიის მიღწევები, ინოვაცია, სტრატეგია და პროგრესული ცვლილებები.

„გალტ & თაგარტი მოწოდებულია, გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს გალტ & თაგარტის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები