ელიტური კორუფცია

ჯავახიშვილი: მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს

0 კომენტარი
ფოტო: primetimenews.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია. ასე უპასუხა ნოდარ ჯავახიშვილმა ელიტური კორუფციის არსებობის შესახებ დასმულ შეკითხვას. 

"მე ვიცოდე, რომ ჩემს სფეროში არის კორუფცია და თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებთ ურთიერთობას? კორუფციას უნდა ვებრძოლოთ. ბევრჯერ მითქვამს, კორუფცია არის მოუსპობელი დაავადება. ყველა ქვეყანაში ყოველთვის არის და იქნება კორუფცია, იმიტომ, რომ ეშმაკი არ კვდება. ჩვენი, ხელისუფლების მოვალეობაა, ის დაიყვანოს მინიმუმამდე, თორემ მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია. არის საზოგადოებაში ცოდვები, რომელიც არასოდეს არ მოიხსნება. ხელისუფლების და საზოგადოების უპირველესი ამოცანაა, ის რაღაცა დონეზე დაიყვანოს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.  

ცნობისთვის, ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ ფონდ ღია საზოგადოება -საქართველოს მხარდაჭერით ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფოს ზეწოლის შემთხვევების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციამ ანგარიში დღეს წარმოადგინა, რომელიც ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას, ენერგოპროექტების და გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობის შესახებ კვლევების შედეგებს აერთიანებს. როგორც მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლები ამბობენ, კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სისტემური პრობლემები და სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ კვლევებში ერთი და იგივე პიროვნებები ფიგურირებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები