უკრაინის კრიზისი

პოროშენკო: უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაშია

dailystormer.com

"უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაშია", - ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამის აშკარა მტკიცებულება ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროებია. პოროშენკოს განცხადეიბთ, კიევი სამშვიდობო შეთანხმების ერთგული რჩება, თუმცა, არ არის გამორიცხული, სეპარატისტებმა რუსეთის დახმარებით ზაფხულში ახალი შეტევა წამოიწყონ.

"მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ არ ვეომებით სეპარატისტებს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს. ეს არის ნამდვილი ომი რუსეთთან. ამ დღეებში ორი რუსი სამხედრო დავაკავეთ. რამდენიმე კვირის და თვის წინ ჩვენ ჯერ ოცი, შემდეგ კიდევ სამოცი რუსი სპეცრაზმელი ტყვედ ჩავიგდეთ. ეს მორიგი ძლიერი მტკიცებულებაა. ერთ-ერთ გაზეთში ვნახე, რომ სიტყვა რუს სამხედროებს ბრჭყალებში წერენ. ჩამოდით კიევში და თავად ნახეთ - ისინი რუსული სპეცრაზმის ოფიცრები არიან, მათ ერთი ჩვენი ჯარისკაცი მოკლეს", - თქვა პოროშენკომ.

უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რუს სამხედროებთან ჟურნალისტები შეუშვა. მანამდე კიევმა რუსი სამხედროების აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აღიარებენ.

ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩნენ, - ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, სეპარატისტული რესპუბლიკების სტატუსი ახალი კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, როგორც ამას მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს.

კომენტარები