ლარის კურსი

ქადაგიძე ლარზე: საშუალოვადიან პერსპექტივაში მეტ გაუფასურებას არ ველოდები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის მეტ გაუფასურებას არ ელის. გიორგი ქადაგიძე წუხელ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს შეხვდა. მასთან ერთად პარლამენტში იმყოფებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, არსებული გაუფასურება გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსზე. შესაბამისად, ხდება იმპორტის კორექტირება და ვალუტის კურსზე ზეწოლა იხსნება. ამასთან, ქადაგიძის თქმით, დამატებითი ფაქტორია ტურისტული სეზონი და სხვა ეკონომიკური მოვლენები.

"ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტზე, ამოიწურა დანაკლისი, რაც გვქონდა და კურსს აქვს გამყარების მიმართულება. საშუალოვადიან პერსპექტივაში მეტ გაუფასურებას არ ველოდები", - განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები