ვაკო ყაზაიშვილი

ყაზაიშვილმა ჰოლანდიაში ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ თავად გაიტანა

gelderlander.nl

არნემის ვიტესმა, ჰოლანდიის ჩემპიონატში, ევროპა ლიგაზე ასპარეზობის მოსაპოვებელი პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში, გასვლაზე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა ზვოლე.

ვიტესის რიგებში 90 წუთი ითამაშა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა, ვაკო ყაზაიშვილმა კი სულაც გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეხვედრის 68-ე წუთზე, ვეიენოვიჩმა სწორედ ქართველი ნახევარმცველის პასით გაიტანა, 6 წუთში კი ყაზაიშვილმა თავადაც გაიტანა. საბოლოოდ, ვიტესმა სტუმრად, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ევროპა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე სეზონში, ყაზაიშვილის მე-10 გოლია.

კომენტარები