საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Kacper Pempel / Reuters

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და კონსერვატიული პარტიის, კანონი და სამართლიანობის წარმომადგენელი, ანდჟეი დუდა უპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში დუდამ ხმების 34,7% მიიღო და ზუსტად ერთი პროცენტით გაასწრო კომოროვსკის, თუმცა მან გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

კომენტარები