26 მაისი

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 13:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.

16:00-ზე კი, გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში, მესამე ბრიგადაში, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, ასევე სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებს.

კომენტარები