გატაცება

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის გამო კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს

radiotavisupleba.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის გამო კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. გელა წოწოლაშვილი და ივანე მუმდაძე მაშინ აიყვანეს, როდესაც თანასოფლელებთან ერთად ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული. დანარჩენები ოკუპანტებს გამოექცნენ. ისინი სოფლების - ბროლოსნისა და წეღვერის მცხოვრებლები არიან.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეს რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების რიგით მეოთხე შემთხვევაა.

კომენტარები