NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: NATO-ს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არავის აქვს

watanzaniaoslo.blogspot.com

NATO-ს გაფართოების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი გზის არჩევა თავად შეუძლია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსული ნოვაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც რომელიმე ქვეყანა NATO-ს წევრობაზე განაცხადს აკეთებს, ჩვენ მას განვიხილავთ და ალიანსის ყველა წევრი იღებს გადაწყვეტილებას, მოვიწვიოთ ის თუ არა. ჩვენ ზუსტად ასე ვმოქმედებთ საქართველოსთან მიმართებით, რომელთანაც სრული თანამშრომლობა გვაქვს", - აღნიშნა სტოლტებერგმა. მისი თქმით, თუ განაცხადს უკრაინა შემოიტანს, ალიანსი მასაც განიხილავს.

"გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები კოლექტიურად იღებენ, და არავის აქვს მასში ჩარევისა და ვეტოს უფლება, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები