მიგრანტები

ევროკავშირი 40 ათასი მიგრანტის სხვადასხვა ქვეყანაში განაწილებას გეგმავს

ევროკომისიამ ევროპაში შემოსული ათასობით მიგრანტის ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში განაწილების გეგმა გამოაქვეყნა. ამ გეგმის თანახმად, 40 ათასი ადამიანი კვოტების სისტემის მიხედვით განაწილდება. ამ სქემაში მონაწილეობაზე უარი დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა. გარკვეულ უკმაყოფილებას გამთქვამს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა.

ბრიუსელმა თანხმობა თავშესაფარზე 20 ათას ადამიანს უკვე მისცა. წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას 1800 მიგრანტი დაიღუპა. ევროკავშირმა ადამიანთა არალეგალურად გადაყვანის აღსაკვეთად სამხედრო საზღვაო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.

"გვაქვს წინადადებები საგანგებო მექანიზმის შემუშავების მიზნით, რომელიც იტალიიდან და საბერძნეთიდან 40 ათასი თავშესაფრის მაძიებლის ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში გადასახლებას ითვალისწინებს, ეს ძირითადად სირიელებს და ერითრეელებს ეხება. უკვე გვაქვს 20 ათასი ადამიანის განსახლების სქემა, რომლებიც საერთაშორისო დაცვას აშკარად საჭიროებენ. ისინი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადმოსახლდებიან", - განაცხადა ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაციის კომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

კომენტარები