ISIS-ის მებრძოლებმა პალმირას ციხე ააფეთქეს

www.frontpagemag.com

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პალმირას ციხე ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას Huffingtonpost ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, ISIS-ის მებრძოლებმა აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხიდან ყველა პატიმარი გაათავისუფლეს.

ISIS-ის მებრძოლებმა მომხდარის შემდეგ სოციალურ მედიაში განცხადება გააკეთეს და აფეთქებული ციხის ამსახველი სურათები განათავსეს. მათი თქმით, ეს ციხე ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის სიმბოლო იყო და იქ ათეულობით პოლიტიკური პატიმარი ჰყავდათ განთავსებული.

 

კომენტარები