SOLAR IMPULSE 2

Solar Impulse 2-მა წყნარი ოკეანე ჯერჯერობით ვერ გადალახა

SOLAR IMPULSE 2
AFP

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, წყნარი ოკეანის გადალახვა უამინდობის გამო ვერ შეძლო. თვითმფრინავმა ფრენა შეწყვიტა და იაპონიაში დაეშვა.

ამ ეტაპზე საფრენ აპარატს დაშვების გარეშე ყველაზე დიდ მონაკვეთი - ჩინეთის ქალაქ ნანკინიდან ჰავაის კუნძულამდე ექვს დღეში უნდა გადაელახა.

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის მსოფლიოს გარშემო ფრენა მარტში აბუ დაბიდან დაიწყო. Solar Impulse 2-ის გუნდი მოგზაურობის გასაგრძელებლად ამინდის გაუმჯობესებას დაელოდება.

კომენტარები