სოფლის მეურნეობა

ქართული ღვინის ექსპორტი წელს 54%-ით შემცირდა

agenda.ge

2015 წელს, მაისის ჩათვლით, მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10.5 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინო, რაც წინა წელთან შედარებით 54%-ით ნაკლებია. ექსპორტის კლება ორ წამყვან ბაზარზე, რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. რუსეთში ღვინის გადატვირთების მოცულობა 70%-ით, უკრაინაში კი 57%-ით შემცირდა. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ღვინის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება $30 მილიონს შეადგენს.

კლების მიუხედავად, ზოგიერთ ბაზარზე ექსპორტის ზრდაც შეიმჩნევა, ასეთებია: ჩინეთი +43%, აშშ +28%, კანადა +128% და სხვა. ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა, რაც ქართულ ღვინოს პერსპექტივებს აძლევს. თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.  

სააგენტოს მონაცემებით, წელს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1.97 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რომლის ღირებულბაც $5.7 მილიონს შეადგენს. ქართული ბრენდის მთავარ ბაზარსაც 65%-ით რუსეთი წარმოადგენს, მეორე უმსხვილესი ბაზარი კი უკრაინაა. 

კომენტარები