ავღანეთში შეიარაღებული პირების სასტუმროზე თავდასხმას ჩეხეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის 9 თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მათ ეძინათ.
თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
საქველმოქმედო ორგანიზაცია ავღანეთში 2002 წლიდან მუშაობს.