კრიმინალი

12 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ტაქსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, გორში ტაქსის მძღოლი დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, მძღოლმა მოზარდი ტაქსიში ჩაისვა და შემთხვევაც, სავარაუდოდ, გზაში, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

 

კომენტარები