ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ენმ: უნდა შეწყდეს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირების მხარდაჭერა

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული პროგრამის თანახმად, გაჭირვებულებისა და მდიდრების ერთნაირად დახმარების ნაცვლად, სახელმწიფო შეწყვეტს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. როგორც პროგრამაში წერია, ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები სარგებელს გადასახადების შემცირების ხარჯზე მიიღებენ.

გარდა ამისა, ენმ-ის პროგრამის თანახმად, სახელმწიფო ხარჯები შემცირდება ბიუროკრატიის რაოდენობისა და მასზე დანახარჯების შეკვეცის შედეგად.

"ბიუჯეტი კი ისე დაიგეგმება, რომ ხალხთან ფული პირდაპირ, მიზნობრივად მივიდეს და მას გზაზე მადაზე მოსული ჩინოვნიკები არ გადაეღობონ. სახელმწიფო ხარჯების მინიმუმ 1.3 მილიარდი ლარით შემცირება რეალისტური და აუცილებელია, რადგან სახელმწიფოს ჭარბი ზომა საზიანოა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისა და ეკონომიკური თავისუფლებისათვის. სოფლის მეურნეობის პროგრამები ისე აეწყობა, რომ სოფლის 500 000 გაჭირვებული მცხოვრებს სახელმწიფო პირდაპირ, ბიუროკრატიის გვერდის ავლით, დაეხმარება. სასკოლო ასაკის ბავშვის განათლებაზე წელიწადში მშობელს 1200 ლარი გამოეყოფა, ხოლო მასწავლებლების საშუალო ხელფასი 200%-ით გაიზრდება. გაზრდილი ფინანსური დახმარება (პენსია, სოც.დახმარება, განათლება, ჯანდაცვა) 1 000 000 ადამიანს მდგომარეობას გააუმჯობესებს. კერძოდ, მიზნობრივი დახმარების ხარჯზე, 300 000 ხელმოკლე პენსიონერისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ფინანსური მხარდაჭერა 50%-დან 100%-მდე გაიზრდება; 100 000-ზე მეტი გაჭირვებული ოჯახის ჯამური ფინანსური დახმარების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 10 000 ლარს მიაღწევს; დამატებით 100 000 ხელმოკლე ოჯახი წელიწადში საშუალოდ 4 000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს", - წერია ენმ-ის პროგრამაში.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ანტიკრიზისული პროგრამა ექსპერტებს დღეს წარუდგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები