სტიქია თბილისში

დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა - მზიურში ცხედარი იპოვეს

გოგა სულაძე

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, კიდევ ერთი ცხედარი მაშველებმა მზიურში იპოვეს.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

სტიქიამ 14 ადამიანი იმსხვერპლა. ათამდე პირი დაკარგულად ითვლება.

კომენტარები