ლუკას ჰუფნაგელი

ქართველი ლუკას ჰუფნაგელი საფეხბურთო კლუბ ფრაიბურგში ჩაირიცხა

bundesliga.de

საფეხბურთო კლუბმა ფრაიბურგმა ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული წარადგინა, მათ შორისაა ქართველი ლუკას ჰუფნაგელი. 21 წლის ნახევარმცველს მამა გერმანელი, დედა კი ქართველი ჰყავს. ჰუფნაგელს საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში არაერთხელ უთამაშია.

მიუნხენის ბაიერნის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ჰუფნაგელი ბოლოს მესამე ბუნდესლიგაში, უნტერჰახინგში თამაშობდა, სადაც 48 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

"ლუკას ჰუფნაგელი სწრაფი და ძლიერი შემტევია, რომელმაც ახალგაზრდა ასაკში, მესამე ბუნდესლიგაში თავი კარგად წარმოაჩინა. მისი გამოყენება ფლანგებზეც და ცენტრალურ ნახევარდაცვაშიც შეგვიძლია", - განაცხადა ფრაიბურგის სპორტულმა დირექტორმა, კლემენს ჰარტ ბახმა.

 

კომენტარები