აშშ-საფრანგეთი

WIKILEAKS: აშშ-ის სპეცსამსახურები საფრანგეთის სამ პრეზიდენტს უსმენდნენ

Reuters

ვიკილიქსის საიტზე გამოქვეყნებულმა ახალმა მასალებმა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. პარიზმა ამერიკის ელჩი განმარტებისთვის დაიბარა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო საფრანგეთის სამი პრეზიდენტის - შაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ვერ მოითმენს ქმედებებს, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება. 

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები საფრანგეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს არ უსმენენ.

 

კომენტარები