აშშ-საფრანგეთი

ობამა: რუსეთმა მიმდინარე პროცესებში უფრო კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს

wtop.com

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა. მათ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.

ფრანსუა ოლანდმა აშშ-ის პრეზიდენტს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ადგილზე ებრძვის.

"ჩვენი საერთო ვალდებულებაა, ტერორიზმს ვებრძოლოთ. ამერიკელი ხალხმა ფრანგ ხალხს ამ დღეებში უდიდესი თანადგომა აგრძნობინა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა ისტორია და კულტურა გვაქვს, მაგრამ ვიზიარებთ თავისუფლების რწმენას. პარიზის თავდასხმებით ტერორისტების სამიზნე მთელი მსოფლიო გახდა. შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი განზრახვა, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმს ყველგან.

არ მივცემთ მათ უფლებას, მსოფლიოს ზიანი მიაყენონ. ისინი უნდა განადგურდნენ. კოალიციის გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ადგილზე ებრძვის", - განაცხადა ოლანდმა.

ბარაკ ობამას თქმით, რუსეთმა მიმდინარე პროცესებში უფრო კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს.

"ახლა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგას. ისალმური სახელმწიფო ჩვენთის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ერთად უნდა ვებრძოლოთ მას. სწორედ ერთიანობაა მიზეზი, რის გამოც ჩვენ ახლა აქ, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. პარიზის ტერაქტებმა ჩვენს ისევე შეგვძრა, როგორც თქვენ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კოალიციის ბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ.

შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მეტად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი თავდასხმები. ვისაუბრეთ სირიის კრიზისზეც. მიგვაჩნია, რომ რუსეთმა ამ პროცესში უფრო მეტად კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს", - განაცხადა ობამამ.

კომენტარები