საქართველოს ეროვნული ბანკი

უსუფაშვილი ეროვნულ ბანკზე: ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებას გავეცნობით

დავით უსუფაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტის შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუსმენენ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესა და ქვეყნის პრემიერმინისტრს საფინანსო ორგანიზაციებმა წერილობით მიმართეს, რომ მათ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკიდან არ გამოეტანათ. 

"პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რაც ინიცირებული იყო. სწორედ განხილვის პროცესში იქნა ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებული, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. წერილში გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია. მეორე მოსმენამდე გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან. მინდა ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს არ მიიღებს ისე, რომ არ იყოს გათვალისწინებული და გააზრებული ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს დააზიანებს.

 

კომენტარები