UEFA-ს სუპერთასი

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დაწყებულია

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დაწყებულია. საიტი სულ 24 000 ბილეთს გაყიდის. 

როგორც biletebi.ge-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ბილეთები იყიდება რიგის მიხედვით.

"საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანი შევა. ბილეთები გაიყიდება რიგითობით. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", - თქვა ჩხიკვიშვილმა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო UEFA-ს კომპანიისთვის არანაირი სანქცია არ დაუწესებია.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები