კრიმინალი

ბათუმში გოგონა დაჭრეს

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

ბათუმში, 6 მაისის პარკთან ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებული უკვე დადგენილია, ძიება კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, გოგონა მეგობარმა ბიჭმა დაჭრა, რომელსაც პარკში ესაუბრებოდა. შორიახლოს იყვნენ გოგონას მამა და ძმა. თვითმხილველების ცნობით, გოგონა გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. 

კომენტარები