საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთი რეფერენდუმისთვის ემზადება

ADAM BERRY / AFP via Getty

ხვალ,  5 ივლისს, საბერძნეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება ქვეყანას - ამ გადაწყვეტილების ხალხისთვის მინდობა საბერძნეთის პრემიერის ალექსის ციპრასის სურვილია.

საბერძნეთს მისი კრედიტორების მიმართ 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაზეც საბერძნეთის მმართველი პარტია სირიზა წინააღმდეგია.

სირიზას ლიდერი ალექსის ციპრასი გადადგომას აპირებს იმ შემთხვევაში  თუ მოსახლეობა მხარს ევროპული უწყებების მიერ შეთავაზებულ ეკონომიკურ პოლიტიკას დაუჭერს. მეორე მხრივ, საბერძნეთი თუ ხარჯვით პოლიტიკას არ გადახედავს, ევროზონის დატოვება მოუწევს - ქვეყანამ 30 ივნისს გადასახდელი 1.5 მილიარდიანი ვალი ვერ გადაიხადა.

საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორების შორის ''ცივი ომი" 6 ივნისს დაიწყო, როდესაც საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 300 მილიონ ევროიანი სესხი არ დაფარა.

კომენტარები