უბედური შემთხვევა

შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

ტაბულა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობის ჩანგრევის შედეგად დაშავებულ მუშას რეანიმაციული ღონისძიებები და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მუშა უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. დაღუპულია სამი მუშა. შენობაში სამუშაოებს შპს ტიფლის ბიზნესცენტრი ატარებდა. მას ბიზნესცენტრები უნდა აეშენებინა და მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი.  

"მუშები იმყოფებოდნენ მეოთხე სართულზე. მეოთხე სართულზე მოხდა ნგრევა, მუშები ჩამოდიოდნენ, მესამე და მეორე სართულები ჩამოინგრა და პირველ-მეორე სართულის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ ცხედრები. დაღუპულია სამი მუშა. ერთ-ერთი მუშის გადარჩენა მოესწრო და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხუთი ბრიგადა, ასევე ორი სახანძრო. ამ მომენტისთვის, საძიებო და გადარჩენითი სამუშაოები დასრულებულია. სხვა დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომ შემდგომი ნგრევა არ მოხდეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის საფრთხე არსებობს.

კომენტარები