გაზმომარაგება

ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს გაზმომარაგება დღეს დროებით შეუწყდება

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

საბურთალოს რაიონში მდებარე გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს გამო დღეს, 11.00-დან 18.00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება მ. კოსტავას ქუჩის N 75-ს, აგრეთვე - ფიზკულტურის, ვ. ბოჭორიშვილის, გ. მიროტაძის, პ. ასლანიდის (ყოფ. ალმასიანის), ბ. კვერნაძის (ყოფ. აკურის), ტყვარჩელისა და საგარეჯოს ქუჩების ნაწილს (სულ - 1200-მდე აბონენტს).

ასევე, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ბავშვთა ქალაქ "მზიურში" დაზიანებული გაზსადენის რეაბილიტაციის გამო დღეს, 11.00-დან 18.00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ი. ჭავჭავაძის გამზირის N 17, 23, 27, 33, 33-ა, 35, 37 შენობებს; ასევე - ნ. რამიშვილის, ვლ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ნ. ყიფშიძის ქუჩებსა და "მზიურში" მდებარე პოლიციის შენობას (სულ - 2300-მდე აბონენტს).

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში", - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები