UEFA-ს სუპერთასი

სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი ორი ადამიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე კრუნჩხვის დიაგნოზით კიდევ ერთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 

ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათზე სრულდება. თუმცა, რიგში მყოფი ადამიანები დროის გახანგრძლივებას ითხოვენ. თუ ბილეთების გაყიდვა დღეს ვერ მოესწრო, ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, რეალიზაცია მომავალ კვირა დღეს გაგრძელდება.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები