დონალდ ტუსკი საქართველოში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საუბარია ტუსკის ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე

0 კომენტარი
თენგიზ ფხალაძე ფოტო: ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, წერილობითი დადასტურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღიათ.

"თუმცა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე საუბარია ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე და ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს", - აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ხვალ, 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, მისმა პრესსპიკერმა პრებენ აამანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში საბერძნეთთან დაკავშირებული ვითარების გამო გაუქმდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები