ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძე კრიზისების მართვის საბჭოში ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა

ალექსანდრე ჭიკაიძე

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა.

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ჭიკაიძის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება უკვე არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს 23 იანვარს მიმართა.

"ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - განაცხადა ჭიკაიძემ.

 

კომენტარები