დონალდ ტუსკი საქართველოში

დონალდ ტუსკი ენმ-ის წევრებს ხვდება

EPP

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სასტუმრო თბილისი მარიოტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ხვდება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემაა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ტუსკის ვიზიტი დაემთხვა იმ მორიგ, ძალიან შემაშფოთებელ, მძიმე ფაქტს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საოკუპაციო ხაზის გადმოწევით. ასევე, ბუნებრივია, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან სერიოზული ევროპული დღის წესრიგი და მასთან ერთ-ერთი სასაუბრო თემა იქნება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა", - თქვა ბაქრაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთანაც. 

კომენტარები