მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი კომიტეტში ჯერ გავიდა, შემდეგ კი ჩავარდა

PARLIAMENT.GE

მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ორჯერ უყარეს. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პირველი კენჭისყრისას მონაწილეთა უმრავლესობამ (ხუთი დეპუტატი) საკითხს მხარი დაუჭირა. დარბაზში მოწინააღმდეგე მხოლოდ სამი დეპუტატი იყო. ამის შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემ შესვენება გამოაცხადა, ქართული ოცნების წევრი დეპუტატები სხდომაზე შეიყვანა და ხელახალი კენჭისყრა ჩაატარა. 

განმეორებითი კენჭისყრის დროს, ხუთი შვიდის წინააღმდეგ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

კომენტარები