პრეზიდენტის ვეტო

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ვეტოსაც დავძლევთ, უპრობლემოდ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უმრავლესობა საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უპრობლემოდ შეძლებს. პრემიერის თქმით, ვეტოც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. 

"ვეტოს რაც შეეხება, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს რა თქმა უნდა, არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ეს ჩვენი საქმეა და ჩვენი პირადი შეხედულებაა. მე რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია მაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც დავძლევთ უპრობლემოდ"- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტო ნაციონალური მოძრაობის წესრიგთან არის თანხვედრაში. ანალოგიური პროზიცია აქვს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს გია ვოლსკის, რომელმაც პრეზიდენტის ვეტო ნაციონალური მოძრაობის ხაზის გაგრძელებად შეაფასა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა კი გიორგი მარგველაშვილს მის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების გამო გადადგომისკენ მოუწოდა. 

კომენტარები