ინტერნეტი

სილქნეთი და კავკასუს ონლაინი ერთიანდებიან

techreviewer.co.uk

ქართული ინტერნეტ ბაზრის ორი მთავარი მოთამაშე ერთიანდება. სს “სილქნეტისა“ და შპს ''კავკასუს ონლაინის“ გარიგების შედეგად მიღებული კომპანია ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე გახდება. შერწყმის შესახებ განაცხადი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკვე შესულია. კომისია ამ გარიგების კონკურენტული ბაზრის პირობებთან შესაბამისობას 11 აგვისტოს განიხილავს. 

ამ დროისთვის უცნობია თუ რა იქნება კომპანიათა გაერთიანებით მიღებული კომპანიის სახელი და რა ბრენდის ქვეშ გააგრძელებს ის ოპერირებას. კომპანიების შერწყმის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 58-ე სხდომის დღის წესრიგის პრესრელიზიდან გახდა ცნობილი. საკითხის მომხესენებელი კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მ. კანკავაა.

როგორც ცნობილია სს ''სილქნეთი'' და შპს "კავკასუს ონლაინი" აღმატებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებად ითვლებიან, მათი გაერთიანების შედეგად კი კომუნიკაციების ბაზარზე მსხვილ და შედარებით წვრილ პროვაიდერებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

ეს ქართულ ბაზარზე კომპანიათა შერწყმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემთხვევა იქნება. გარიგების ზუსტი მოცულობა უცნობია. 

 

კომენტარები