ლუის ენრიკე: დინამო არენაზე ძალიან კარგი მოედნის საფარი დაგვხვდა

ლუის ენრიკე

თბილისში გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრაში, ესპანურმა ბარსელონამ სევილია დამატებით დროში - ანგარიშით 5:4 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 4:4 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.

"ხანგრძლივი ფრენა მოგვიწია, მაგრამ ძალიან კარგი მხარდაჭერა გვქონდა და ასევე ძალიან კარგი მოედნის საფარი დაგვხვდა", - ლუის ენრიკეს კომენტარი უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები