ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. გატაცებული 36 წლის მამუკა სამხარაძეა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მამუკა სამხარაძე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულის ოჯახს არავინ დაკავშირებია. 

კომენტარები