თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება

http://globe-views.com

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, თბილისის რამდენიმე რაიონში ჩასატარებელი გეგმური, სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, დღეს, 11:00-დან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება - ისნის რაიონში - ბერი გაბრიელის (ყოფ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის) ქუჩის N 1/1, 1/2 და 1/3 შენობებს (სულ - 270 აბონენტს); ვაკის რაიონში - დავით თავხელიძის ქუჩის N1 კორპუსს (სულ - 230-მდე აბონენტს); გლდანის რაიონში, III მიკრორაიონის N 68, 68-ა, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76 და 77 შენობებს (სულ - 730 აბონენტს); დიდუბის რაიონში, არჩილ კერესელიძის ქუჩის N 1, 2, 3, 5; ალექსი გოგოლაურის ქუჩის N 18-ა; აკაკი წერეთლის გამზირის N 58, 74 და N I, II, III, IV, V, VI, VII კორპუსებს (სულ - 760-მდე აბონენტს).

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები