კრიმინალი

რუსთავში მომხდარი მკვლელობისთვის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი მკვლელობისთვის, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მეზობელს - 1970 წელს დაბადებულ ილია ბ-ს სხეულის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები