ხანძარი

დიდუბეში ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა

დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე წუხანდელი ხანძრის შედეგად, ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა. ობიექტზე შერეული ტიპის საქონლის საწყობები და საამქროები იყო განთავსებული.

ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, დაზარალებულების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ქარხნის შენობაში განზრახ გააჩინეს. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა კობა ხაჩიძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საამქროში სამუშაო დღის ბოლოს ელექტროენერგია ჩამრთველიდან გათიშულია და სადენები ვერ გახდებოდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. 

წუხელ, შემთხვევის ადგილზე 24 სახანძრო, 3 სამაშველო მანქანა, 120 მეხანძრე მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძრის ადგილას მცირე კერებს კვლავ აქრობენ. გადაკეტილია შენობის ერთი ნაწილი, სადაც საყრდენი კედლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

კომენტარები